ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარის ფასი 2 ლარი და 61 თეთრია

12.12.2016 00:23

ეროვნული ვალუტა გაუფასურების ახალ რეკორდს ამყარებს.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარის ფასი ორნახევარი თეთრით გაიზარდა და 2 ლარი და 61 თეთრია.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი ერთ დოლარის ღირებულებამ 2 ლარსა და 63 თეთრს გადააჭარბა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტებები არ გაკეთებულა ეროვნული ბანკისა და მთავრობის მხრიდან.

გაზიარება:
EstateHub