ლარის კურსი

09.11.2018 01:38

ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ 3-თეთრ ნახევრით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით,  1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 71 თეთრია. მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ უკვე მეორე დღეა ასევე მკვეთრი გამყარება დაიწყო. დღის პირველ ნახევარში ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 69 თეთრსაც ჩამოცდა. ამ ფონზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც გაცვლითი კურსის გამყარების ტენდენციას შეამცირებს. რა უკავშირდება სებ-ის ეს გადაწყვეტილება, ოფიციალური განმარტება ეროვნულ ბანკში ჯერ არ გაკეთებულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: