პატიმრის წამება - ახალი საქმე მეგის ქარდავას წინააღმდეგ
11/05/2021
მეგის ქარდავას წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის მე-12 საქმე აღიძრას.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს კიდევ სამი მოქალაქის წამებას და ერთ-ერთზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას ედავებიან. საუბარია 2011 წლის მარტით დათარიღებულ ეპიზოდზე, რა დროსაც ძიების მტკიცებით, ქარდავამ ტერორიზმის ბრალდებით სამეგრელოში დაკავებულ პირებზე იძალადა. უკრაინიდან ორი თვის წინ ექსტრადირებული ექს-მაღალჩინოსანი ქართულ მართლმსაჯულებას პროტესტს უცხადებს და თუ მის ადვოკატს დავეყრდნობით, დღეს გახმაურებულ ეპიზოდს საერთოდ ვერ იხსენებს. პროცედურა კი ასეთია: ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია ქართულ მხარეს ავალდებულებს, რომ უკრაინულ მხარეს შესაბამისი მტკიცებულებებით მიმართოს და ახალი ბრალის წარსადგენად ნებართვა მოიპოვოს. არაერთ უმძიმეს დანაშაულში უკვე მსჯავრდებული და ბრალდებული ყოფილი ძალოვანი ძიებასთან თანამშრომლობაზე კატეგორიულ უარს ამბობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.