საოპერაციო სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა. დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები! დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/ კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე! შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ! ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია; ** პროდუქციის ჭრილში მიმდინარე ფასდაკლებისა და დღის შეთავაზებების გენერირება და პროგრამული უზრუნველყოფა; ** შეთავაზებების ვებ-გვერდის ადმინისტრირება; ** გაყიდვებისა და წარმოების პროცესების ანალიზი; ** საოპერაციო სტრატეგიების განსაზღვრაში მონაწილეობა; ** წარმოებისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესებში აქტიური ჩართულობა; ** პერიოდული რეპორტინგი მიმდინარე სამუშაო პროცესების თაობაზე; ** პერიოდული სამუშაო ვიზიტები ფილიალებში; ** სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება; ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები: ** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან; ** ტესტირება Excel-ში; ** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან; სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #133 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; სრული განაკვეთი; ანაზღაურება: 1800 ლარი ჩვენ ასევე გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ით სარგებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; ** პარკირების შეუფერხებლობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. რეზიუმეების მიღება განხორციელდება 15 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

IT სპეციალისტი
კომპანია
თბილისი დედლაინი: 2 დღეში

სხვადასხვა
GMC Motors
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


მადარტი

ანაზღაურება


1,800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო