სხვადასხვა

აღწერა

შპს "ჯიემსი მოტორსი GMC Motors" 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, აგრეგატებს, ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: 1) შესყიდვების სპეციალისტი ფუნქცია-მოვალეობები: ** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა; ** შესყიდვების პროცესის მართვა: ფასთა კვლევა და კომპანიისთვის მომგებიანი პოტენციური მომწოდებლების მოძიება; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და აქტიური კომუნიკაცია; ** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; ** პოტენციური მომწოდებლების ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება; ** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დაარქივების უზრუნველყოფა; ** მომწოდებლებთან ანგარიშსწორების მიზნით ბუღალტერიისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება; ** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში აღმოფხვრა; ** შეძენილი პროდუქციის გადაზიდვის ორგანიზებისა და საწყობამდე მიტანის პროცესების მონიტორინგი; ** შესყიდვის ფარგლებში დავალებული საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება. ** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; საჭირო თვისებები: პასუხისმგებლობიანობა, მობილიზებულობა, სისხარტე, შედეგზე ორიენტირებულობა, მოქნილობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, შრომისმოყვარეობა, ემოციური გაწონასწორებულობა საჭირო უნარები: გუნდურად მუშაობის უნარი, რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი, პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი, დარწმუნების უნარი, მოლაპარაკებების წარმოების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გამართული კომუნიკაციის უნარი, მოსმენის უნარი სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00 ** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ 2) გაყიდვების სპეციალისტი მოვალეობები: ** მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების გაცნობა, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და გადამისამართება შესაბამის პირთან; ** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება კატალოგის მიხედვით; ** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სიახლეებისა/ შეთავაზებების აქტიურად გაცნობა და მათგან უკუკავშირის მიღება. ** პროდუქციის სასაწყობე ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება ** ახალი მომხმარებლების მოძიება და მომხმარებელთა რეესტრის წარმოება. ** შესყიდვების ჯგუფისთვის რეპორტების მომზადება. ** გასაყიდი პროდუქციის მოწესრიგება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება. ** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; საჭირო უნარები: ** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00 ** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ 3) პროგრამის ოპერატორი მოვალეობები: ** კლიენტის შეკვეთის პროგრამული გატარება ** საგადასახადო-ანგარიშფაქტურების გამოწერა; ** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა; ** მომხმარებლის ზარებზე რეაგირება და მათთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება. ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** FINA/1C- ში მუშაობის გამოცდილება საჭირო თვისებები/უნარები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობიანობა, მობილიზებულობა, სისხარტე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00 ** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ 4) გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კილომეტრი სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00 ძირითადი მოვალეობები: ** გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდის მართვა და მხარდაჭერა; ** დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა და სწავლება; ** ბაზების დამუშავება და CRM სისტემაში ასახული განაცხადების მონიტორინგი; ** გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; ** გაყიდვის პროცესის მონიტორინგი და გუნდის წევრებისთვის მუდმივი უკუკავშირის უზრუნველყოფა მზარდი შედეგებისთვის; ** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი; ** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა. ძირითადი მოთხოვნები: ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 5) მძღოლ ექსპედიტორი ძირითადი მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა (B და C კატეგორია); ** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე (სასურველია); ** ყოველდღიური გეგმების მიღება ობიექტების მიხედვით; ** დილით საწყობში მანქანის დატვირთვის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით; ** სამუშაო მარშრუტის დაგეგმვა; ** გაყიდული პროდუქციის დროულად მიწოდება მყიდველისთვის ** პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩაბარება, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება. პიროვნული თვისებები: ** აქტიური, თავაზიანი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სისწრაფე, ოპერატიულობა; ** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა. სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00 ანაზღაურება 1400ლ 6) საწყობის მენეჯერი მოვალეობები: ** საწყობში მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა/ მონიტორინგი; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და მართვა; ** პროდუქციის მიღებისა და სწორად დასაწყობების პროცესის მონიტორინგი; ** საწყობში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და პროდუქციის უწყვეტობის მიზნით, შეკვეთების სწორად წარმოება; ** საწყობში პროდუქციის გეგმური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე (მენეჯერულ პოზიციაზე) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა ** FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** ავტონაწილების საწყობში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად ** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება; ** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი. სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00 დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: [email protected] Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


GMC Motors
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო