სტაჟიორი საწარმოო ოპერაციების მხარდაჭერის მიმართულებით

აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". "PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის. არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი საწარმოო ოპერაციების მხარდაჭერის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად! მოკლე აღწერა: წარმოება - ეს არის ფუნქცია, სადაც უწყვეტ რეჟიმში იწარმოება ხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქცია, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც დანერგილია თანამედროვე საწარმოო ხაზები და მუშაობს მეგობრული და მოტივირებული გუნდი. რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე: ** ტექნოლოგიების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება ყველა ეტაპზე: ხარჯების შემცირება, ნედლეულისა და მასალების დანაკარგების შემცირება, დანადგართა ეფექტურობის გაზრდა და სხვ. ** ტექნოლოგიური ანგარიშგების გადახედვა და განახლება, რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა ** ახალი პროდუქტების გამოშვების მხარდაჭერა: სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) შემუშავება, ტრენინგი, ტესტირება ** თანამშრომელთა ტექნოლოგიური ექსპერტიზის განვითარებაში მონაწილეობა პროგრამის დასრულების შემდეგ: ** მიიღებ გამოცდილებას პროექტების მართვაში და განავითარებ კომუნიკაციის უნარებს ** მიიღებ ცოდნას საწარმოო ყოვლისმომცველი პროცესების შესახებ ** გექნება შესაძლებლობა სტაჟირების შემდეგ შემოუერთდე წარმოების გუნდს სპეციალისტის როლზე ვის ვეძებთ: ** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სასურველია კვების ტექნოლოგიის, ოპერაციების მართვის მიმართულებით ** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე ** MS Office პროგრამების ცოდნა ** სრული განაკვეთით (40 სთ/კვირაში) მუშაობის შესაძლებლობა 2024 წლის სექტემბრიდან რას გთავაზობთ: ** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა; ** ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი; ** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება მართვის ავტომატიზებული სისტემების მიმართულებით; ** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება; ** საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა. დაინტერესდი? გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. "PepsiCo GO" პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Pepsico

ანაზღაურება


1,600₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო