HR სპეციალისტი

აღწერა

"ვივო მედიქალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე. სამედიცინო ჰოლდინგი "VIVO Medical Group" 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო. მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან - 18:00-მდე. ანაზღაურება: 1400 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ადმინისტრაციული პროცესის მხარდაჭერა; ** რეკრუტინგის პროცესის მართვა; ** სხვადასხვა ტიპის საკადრო და ფინანსური ბრძანებების, ცნობების მომზადება; ** სხვადასხვა ელექტრონულ პორტალზე (მათ შორის მინიმალური ანაზღაურების პორტალზე) საკადრო ცვლილებებისა და თანამშრომელთა ნამუშევარი საათების ასახვა; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენების ცოდნა; ** MS Office - ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

CRM სპეციალისტი
HR SPACE
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


VIVO Medical Group

ანაზღაურება


1,400₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო