პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

აღწერა

"თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე. ხელფასი: 2000 ლარი. (დარიცხული) კანდიდატი მიიღება არანაკლებ 2 თვიანი გამოსაცდელი ვადით. სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00) ადგილმდებარეობა: თბილისი ოფიცერს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ** საქართველოს კონსტიტუცია; ** ევროპული ქარტია "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ; ** საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"; ** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ** საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ"; ** საქართველოს კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ"; ** საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"; ** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"; ** "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-58 დადგენილება განათლება: ბაკალავრი სპეციალობა: იურისტი სამუშაო გამოცდილება: პროფესიით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება უცხო ენა: ერთი უცხო ენა მაინც (B1) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: ** MS Office Word - კარგად ** MS Excell - კარგად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უზრუნველყოფს: ** მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას; ** მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს; ** მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას; ** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს; ** მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ** დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულებას; ** პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უფლება აქვს, შეასრულოს სხვა ფუნქციაც, თუ ეს არ წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს; ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. პიროვნული თვისებები და უნარები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV (ფოტო სურათით, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი (დიპლომი) და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი) შემდეგ ელ.მისამართზე [email protected] რეზიუმეების წარმოდგენის ვადა: არაუგვიანეს 2024 წლის 02 აგვისტოსი

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია

ანაზღაურება


2,000₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო