საბაჟო პროცედურების სპეციალისტი

აღწერა

"იბერია ბიზნეს ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს, საბაჟო პროცედურების სპეციალისტის პოზიციაზე. "იბერია ბიზნეს ჯგუფი"-ის ისტორია წარმატებული ბიზნესის 20 წელს ითვლის. დღეს ჰოლდინგი ერთ-ერთი ლიდერია ქართულ საავტომობილო ბაზარზე. წარმოადგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორიცაა: კია, მიცუბიში, აუდი, შკოდა, ვოლცვაგენი. სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (საჭიროების შემთხვევაში შაბათი 10:00-14:00); ანაზღაურება: 2500-3000 ლარი მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი 36; ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები: ** პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის ანალიზი, წინასწარ მოთხოვნა/შემოწმება და შესაბამისობის მონიტორინგი; ** იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, დროებით შენახვის, ტვირთის დასაწყობების და დროებითი შენახვის დეკლარაციების დასაბეჭდად დოკუმენტაციის მომზადება; ** საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის შესრულება; ** ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების მონიტორინგი; ** დიპლომატიური მისიებისათვის განკუთვნილი განუბაჟებელი ავტომანქანების, საბაჟო ტერმინალში გადასაყვანად აუცილებელი დოკუმენტის "შიდა საბაჟო ტრანზიტის" გამოწერა გეზ-ი. შემდგომ შსტ-ს დახურვა გეზ-ი. ** საჭიროების შემთხვევაში საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია, გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის; ** საბაჟო ოფიცრის დახმარება განბაჟების პროცედურის ყველა ეტაპზე; ** საქონლის განბაჟების, საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნების, საქონლის ყველაზე სწრაფი, ეფექტური და კანონიერი განბაჟებისთვის თვალყურის დევნება; ** განსაბაჟებელი და გადასაფორმებელი ავტომანქანების ვინ-კოდების და შემსყიდველი ორგანიზაციის ან პიროვნების შესახებ ინფორმაციის მიღება; ** საბაჟო პროცედურების შემდგომ ტვირთების მიწოდების ორგანიზება: ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი, გადაზიდვების მარშრუტის დაგეგმვა ტვირთის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ტვირთისთვის ოპტიმალური სატრანსპორტო საშუალებისა და გადამზიდის შერჩევა, ტვირთების გადაზიდვისას შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** შსს-ს მომსახურების სააგენტოს ექსპერტი განსაბაჟებელი (გადასაფორმებელი) ა/მ-ს დათვალიერების აქტის შესადგენად გამოძახება; ** შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან და შემსყიდველთან სავარაუდო გაფორმების ** დროის შეთანხმება და შემსყიდველი ორგანიზაციის (ან პიროვნების) იდენტიფიცირება; ** ორგანიზაციების ინფორმირება გადასარიცხი თანხების შესახებ და საგადასახადო ქვითრების მიწოდების უზრუნველყოფა შსს-ს მომსახურების სააგენტოსთვის; ** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, საბაჟო პროცედურებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების მხრივ, საბაჟო ტერმინალზე, შემოსავლების სამსახურში ან მსგავს ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** უმაღლესი განათლება საინჟინრო, საბაჟო-ეკონომიკური მიმართულებით; ** პროგრამა ASYCUDA -ში მუშაობის გამოცდილება; ** eCustoms-ში მუშაობის გამოცდილება; ** RS.ge-ზე საწყობის, იმპორტის და ექსპორტის და სხვა განაცხადების ელექტრონულად ატვირთვის გამოცდილება; ** ავტონაწილების სეგმენტის მინიმალურ დონეზე ცოდნა; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** საბაჟო კოდექსის ძირითადი საკითხების ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel); სხვა მოთხოვნები: ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** საქმიანობის ორგანიზებულად წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** დაძაბულ სიტუაციაში მუშაობისა და დროის მართვის უნარი; ** ენერგიულობა და აქტიურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; შერჩევის ეტაპები: ** გასაუბრების პირველი ეტაპი; ** გასაუბრების მეორე ეტაპი; ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პროფესიულ სასწავლო ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - [email protected]. გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მომხმარებელთან ურთიერთობის სპეცილისტი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 30.08.2024 წ. იბერია ბიზნეს ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. იბერია ბიზნეს ჯგუფ- ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "იბერია ბიზნეს ჯგუფი" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ამანათების დახარისხების სპეციალისტი
Inex Group
თბილისი 1000₾-1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

საბაჟო წარმომადგენელი
sheniamanati.ge
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


იბერია ბიზნეს ჯგუფი

ანაზღაურება


2,500₾ -3,000₾
დედლაინი
1 თვეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო