საწყობის სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "მეტალ ჯორჯია" წარმოადგენს შავი ლითონის (კერძოდ: არმატურა, შველერი, გლინულა, კუთხოვანა, მასიური კვადრატი, პროფილური და მრავალი მილები, ორტესებრი კოჭი და ფურცლოვანი ფოლადი) საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელს. კომპანია 20 წელია წარმატებით არსებობს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით და მუდმივი განვითარებით. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრებს საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს; ** სტაბილურ შემოსავალს. ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა/დასაწყობება; ** საწყობიდან გასული გაყიდული პროდუქციის ბორტზე ატვირთვა. მოთხოვნები: ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა. სამუშაო საათები: 9:00 - 17:00 სამუშაო ადგილი: ქინძმარაულის 5/7 დასვენება: შაბათი, კვირა ანაზღაურება: 1200 ლარი, სამომავლოდ გადახედვის პერსპექტივით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ "საწყობის სპეციალისტი". ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 571501501 შპს "მეტალ ჯეორჯია" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მეტალ ჯეორჯიას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში. შპს "მეტალ ჯეორჯია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


მეტალ ჯორჯია

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო