საწყობის მარაგების მართვის სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურება როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5 სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული; ანაზღაურება: 1500-2000 ლარი კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - საწყობის მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყობში მიღება-გაცემის, ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან და საბუღალტრო დოკუმენტაციასთან შედარება და კონტროლი. ** ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭება და საწყობში განთავსება; ** ავტოსათადარიგო ნაწილების მოძრაობის შესაბამისი ზედნადებების გამოწერა; ** მოთხოვნილი ნაწილის ობიექტზე ან ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფა; ** ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა; ** საწყობის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; ** კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების განუხრელად დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას; ** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი; ** ცვლილებთან შეგუების უნარი; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: [email protected] და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მენეჯერი
მადარტი
თბილისი 1800₾-2300₾ დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის თანამშრომელი
IPS Trade
თბილისი 1500₾ დედლაინი: 6 დღეში

საწყობის მენეჯერი
ჯიბე cash & carry
თბილისი 1400₾-1800₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


გსმ სერვისი

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო