საწყობის მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტი

აღწერა

ლოგისტიკური კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "რითეილ ლოგისტიკა" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. "რითეილ ლოგისტიკა" ცხადებს ვაკანსიას საწყობის მარაგების აღრიცხვისა და განთავსების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თ. ჩანტლაძის #40. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 09:00სთ-18:00სთ; ანაზღაურება: 1500 ლარი; ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან. ფუნქცია-მოვალეობები: ** მოკლევადიანი/ვადაგასული პროდუქციის იდენტიფიცირება და გამიჯვნა; ** სასაწყობე მეურნეობის აგროვების ზონაში არსებული მარაგების სისტემატიური კონტროლი/მონიტორინგი; ** დაზიანებული პროდუქციის იდენტიფიცირება/გამიჯვნა; ** აგროვების ზონებში არსებული მარაგების შევსების მიზნით, კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან და შესაბამის ქვესტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან; ** სასაწყობე მეურნეობაში ჩატარებულ ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა; ** სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე, სხვადასხვა ლოგისტიკურ პროექტებში ჩართულობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; ** აუცილებელია საშუალო/პროფესიული განათლება. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პროდუქტიულობა; ** ხარისხზე ორიენტირება; ** შედეგზე ორიენტირება; ** გუნდური მუშაობა; ** დისციპლინა. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწყობის მარაგების აღრიცხვისა და განთავსების სპეციალისტი" რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას! "თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "რითეილ ლოგისტიკის" (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40. კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მენეჯერი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის თანამშრომელი
IPS Trade
თბილისი 1500₾ დედლაინი: 6 დღეში

საწყობის მენეჯერი
მადარტი
თბილისი 1800₾-2300₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


რითეილ ლოგისტიკა

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო