საწყობის მენეჯერი

აღწერა

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს. "ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში. კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა:თბილისი, ფონიჭალა სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00 - 14:00 (შაბათი) ანაზღაურება- 2000 + კვარტალური ბონუსი ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ საბონუსე სისტემას; ** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს; ** დაზღვევას; ** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით; ** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან); ** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში; ** 24 + 4 საშვებულებო დღეს; ** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობში არსებული პროდუქციის, მარაგებისა და ნაშთების მუდმივი მონიტორინგი; ** საწყობში მიღებული პროდუქციის ინვენტარიზაციისა და აღწერის უზრუნველყოფა; ** ნაშთების აღრიცხვა და შესყიდვების განყოფილებისთვის ინფორმაციის გადაცემა; ** მიმდინარე დავალებების თანამშრომლებისთვის დელეგირება, შესრულების ვადების განსაზღვრა/კონტროლი; ** საწყობის წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნვა; ** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობის შესრულება და რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია ავტო ნაწილების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია პროგრამაში 1C/ბალანსი მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel, MS Outlook, MS Word); ** უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** WMS სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დაკვირვებული; ** მშვიდი; ** თანმიმდევრული; ** დეტალებზე ორიენტირებული. კონკურსის ეტაპები: ** შესარჩევი სიის მომზადება; ** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან; ** გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერი". თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ავტოტექნო
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო