მაღაზიის მენეჯერი

აღწერა

საყოფაცხოვრებო ქიმიის და საოჯახო ნივთების მაღაზია “სუპერ პრომო” აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
“სუპერ პრომო” არის საყოფაცხოვრებო ქიმიის და საოჯახო ნივთების მაღაზიათა ქსელი. მაღაზიებში წარმოდგენილი გვაქვს საყოფაცხოვრებო ქიმია, თავის მოვლის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჭურჭელი, სამზარეულოს აქსესუარები და სხვა საოჯახო ნივთები.

მაღაზიის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტის პერსონალთან საქმიანი კომუნიკაციის დამყარება, საქმიანობის კოორდინირება და მათი გამართულად მუშაობის კონტროლი;
  • სასაქონლო ზედნადებების და მაღაზიის მუშაობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი, მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა;
  • სავაჭრო ობიექტის მარაგების და რეალიზაციის კონტროლი;
  • მომწოდებელ კომპანიებთან პროდუქციის შეკვეთა, მიღება შეკვეთების თანახმად;
  • ჩაბარებული სავაჭრო ობიექტის სალაროს კონტროლი, დღის დახურვების დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი;
  • მაღაზიაში ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი;
  • სააქციო პროდუქციის სწორად განლაგების და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი;
  • სავაჭრო დარბაზში მაღაზიის ნაშთზე არსებული ყველა პროდუქტის განთავსების კონტროლი;
  • ნაშთზე არსებული პროდუქციის ვარგისიანობის და ჩამოწერის კონტროლი;
  • გაყიდვების შესწავლა, პროდუქციის შერჩევასთან დაკავშირებით მომხმარებლების პრიორიტეტების შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მაღაზიის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1c პროგრამის ცოდნა
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო გრაფიკი : 5/2
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება : 1500-1600 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 593783409

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მაღაზიის მენეჯერი
LovelyRoses.ge
თბილისი დედლაინი: 1 საათში

მაღაზიის მენეჯერი
SPAR Partner
თბილისი 1200₾ დედლაინი: 4 დღეში

მაღაზიის მენეჯერი
Asbc
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

სტომატოლოგიური მაღაზიის მენეჯერი
TbilisiDental
თბილისი 1500₾-2500₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


სუპერ პრომო

ანაზღაურება


1,500₾ -1,600₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო