რას გთავაზობთ:
- მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროს ყვავილების გარემოცვაში
- პროფესიონალების გუნდში მუშაობის გამოცდილებას
- ბიზნეს კორესპონდენციის უნარების დახვეწას
- ერთდროულად ბევრი დავალების შესრულების გამოცდილებას
- პროცესის მართვაში თავდაჯერებულობის გამომუშავებას
- მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევების დახვეწას
სამუშაოს აღწერა
- შეკვეთების მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელ-ფოსტითა და სხვა არხებით.
- შეკვეთების მართვა: გადაცემა ფლორისტებისთვის - გასამზადებლად და კურიერისთვის - მისატანად.
- შეკვეთის სტატუსის ცვლილება სისტემაში
- ვებგვერდზე პროდუქციის განახლება, საჭიროებისამებრ კორექტირება და დამატება
- სხვადასხვა ადმინისტრაციულ/საოფისე საკითხებში დახმარება
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
- მულტითასქინგი – ხშირად ასეთია სამუშაოს რეალური სახე - არ გაქვს დრო რომ დაასრულო ერთი საქმე, ისე უნდა დაიწყო მეორე. ამიტომ თუ თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს ერთდროულად უმკლავდებით, აქაც მარტივად გამოგივათ
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა – თუ დავალება თქვენ მოგეცათ, თქვენ ხართ მასზე პასუხისმგებელი და თქვენ უნდა აკონტროლოთ ის საკითხი მომავალშიც
- მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ძალიან მეგობრულია, ამიტომ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მეგობრული, ღიმილიანი და მხიარული იქნება
- სწრაფად ფიქრი და კეთება - ჩვენ ყველა საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ, ამიტომ გვჭირდება კანდიდატი, რომელიც ამ რეჟიმს ფეხს აუწყობს
- დამოუკიდებლობა – ხშირად მოგიწევთ იმის მოფიქრება, რას გააკეთებთ და როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი (ჩვენც, რა თქმა უნდა, გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებით, მაგრამ ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს)
- ყვავილების დასახელებების და გარჩევის სწავლა - საჭირო იქნება გარკვეული ყვავილების სახელების და ჯიშების შესწავლა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3-5 დღე, 09.00-17.00 (დილის ცვლა) ან 16.00.00-00.00 (ღამე ტაქსით მომსმახურეობას უზრუნველყოფს კომპანია). მენეჯერებს შორის შესაძლებელია სამუშაო დღეებისა და ცვლების შეთანხმება.
ამ ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ იმუშავონ მეტწილად დილის ცვლებში.
მზარდი დღიური ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 35 ლარი (ხელზე ასაღები ოდენობა);
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, შალვა ღამბაშიძის 10.