ყვავილების მაღაზიის მენეჯერი

აღწერა

LovelyRoses.ge აცხადებს ვაკანსიას ყვავილების მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე. რას გთავაზობთ: ** მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროს ყვავილების გარემოცვაში ** პროფესიონალების გუნდში მუშაობის გამოცდილებას ** ბიზნეს კორესპონდენციის უნარების დახვეწას ** ერთდროულად ბევრი დავალების შესრულების გამოცდილებას ** პროცესის მართვაში თავდაჯერებულობის გამომუშავებას ** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევების დახვეწას სამუშაოს აღწერა: ** შეკვეთების მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელფოსტითა და სხვა არხებით; ** შეკვეთების მართვა: გადაცემა ფლორისტებისთვის - გასამზადებლად და კურიერისთვის - მისატანად; ** შეკვეთის სტატუსის ცვლილება სისტემაში; ** ვებგვერდზე პროდუქციის განახლება, საჭიროებისამებრ კორექტირება და დამატება; ** სხვადასხვა ადმინისტრაციულ/საოფისე საკითხებში დახმარება; ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** მულტითასქინგი - ხშირად ასეთია სამუშაოს რეალური სახე - არ გაქვს დრო რომ დაასრულო ერთი საქმე, ისე უნდა დაიწყო მეორე. ამიტომ თუ თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს ერთდროულად უმკლავდებით, აქაც მარტივად გამოგივათ; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა - თუ დავალება თქვენ მოგეცათ, თქვენ ხართ მასზე პასუხისმგებელი და თქვენ უნდა აკონტროლოთ ის საკითხი მომავალშიც; ** მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ძალიან მეგობრულია, ამიტომ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მეგობრული, ღიმილიანი და მხიარული იქნება; ** სწრაფად ფიქრი და კეთება - ჩვენ ყველა საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ, ამიტომ გვჭირდება კანდიდატი, რომელიც ამ რეჟიმს ფეხს აუწყობს; ** დამოუკიდებლობა - ხშირად მოგიწევთ იმის მოფიქრება, რას გააკეთებთ და როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი (ჩვენც, რა თქმა უნდა, გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებით, მაგრამ ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს); ** ყვავილების დასახელებების და გარჩევის სწავლა - საჭირო იქნება გარკვეული ყვავილების სახელების და ჯიშების შესწავლა. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3-5 დღე, 09.00-17.00 (დილის ცვლა) ან 16.00.00-00.00 (ღამე ტაქსით მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია). მენეჯერებს შორის შესაძლებელია სამუშაო დღეებისა და ცვლების შეთანხმება. ამ ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ მეტწილად დილის ცვლებში. მზარდი დღიური ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 35 ლარი (ხელზე ასაღები ოდენობა); სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, შალვა ღამბაშიძის 10. დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/9dneFnnaEMSWGa1y7

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფლორისტი
ლილატი
თბილისი 600₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


LovelyRoses.ge

ანაზღაურება


35₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო