ლაბორატორიის თანამშრომელი

აღწერა

შპს "ელვარე" (https://www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის თანამშრომლის პოზიციაზე. ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება. ვეძებთ მოტივირებულ, ზედმიწევნით ყურადღებიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელები) ლაბორატორიულად შემოწმებას წარმოების ყველა ეტაპზე. რას გააკეთებ? ** ნაწარმოები პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელების) ლაბორატორიული პროცედურების მიხედვით შემოწმება; ** ლაბორატორიული აღჭურვილობის მოვლა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; ** ლაბორატორიული საქმიანობის წარმართვა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად; ** ტესტირების შედეგების აღრიცხვა, ანგარიშის მომზადება ლაბორატორიული დასკვნების მიხედვით და მენეჯმენტთან წარდგენა; აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სასურველია: ** ინგლისური ენის საწყის დონეზე ცოდნა; ** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გეძებთ შენ, თუ გაქვს: ** სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** დროის სწორად მართვის უნარი; ** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** ხართ პასუხისმგებლობიანი და პუნქტუალური. სამუშაო პირობები: ** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი (ღამის ცვლის გათვალისწინებით); ** ანაზღაურება: 1400 ლარი; ** კვება/ტრანსპორტირება; ** სამ თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა; ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება; გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ელვარე

ანაზღაურება


1,400₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო