ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველი
იტვირთება...
თბილისი
აღწერა
ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.
სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი: 7 ვაკანსია
სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი სუსტი დენების სპეციალიზაციით: 1 ვაკანსია
კომპანიის შესახებ ინფორმაცია:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" ახორციელებს:
** საინჟინრო ნაგებობების (ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობები) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობას;
** ხაზოვანი ნაგებობების და ქსელების (წყალსადენ-კანალიზაცია და სანიაღვრე ქსელი) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობას
სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე https://tmlaboratory.ge/
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00 საათი);
** ანაზღაურება: 2527-დან 2926-მდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესების ყოველდღიური ტექნიკური ზედამხედველობა;
** მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი წარმოდგენილ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში;
** მოცულობების მაქსიმალური სიზუსტით კონტროლი მშენებლობის პროექტთან და ფაქტობრივ მდგომარეობასთან მიმართებაში;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) გავლა პუნქტობრივად უშუალო ხელმძღვანელთან და მშენებელ კომპანიასთან;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტებში (ფორმა N2) შეუსაბამობების აღმოჩენა და ჩასწორება;
** MSDA - შიდა დოკუმენტაციის ბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა (შესაბამისი კორესპონდენციის გაცნობა, ინიციირებების მომზადება, რეაგირება ვადების ფარგლებში;
** მშენებლობა - რეაბილიტაციის პროცესში ტექნიკური კუთხით დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელობისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება;
** საკომუნიკაციო სოც. ქსელში ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ფოტო მასალის და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების სისტემატურად გადმოცემა;
** ორგანიზაციის ტექნიკურ განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) შემოწმების მიმართულებით;
** პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა;
** სამშენებლო ობიექტზე გამოსაყენებელი მასალების ფიზიკურ და გეომეტრიულ მახასიათებლების წარმოება საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) თანმხლები დოკუმენტაციის გადამოწმება და წარმოდგენის გაკონტროლება (ფარული სამუშაოს აქტების მომზადება/მონაწილეობის მიღება, გამოყენებული მასალების სერტიფიკატები და სხვა);
** ჩაბარებული მიმდინარე ხელშეკრულებების ცვლილებების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად საჭირო პროცედურების წარმოება;
** ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ დროული რეაგირება, როგორც სიტყვიერი ასევე წერილობითი ფორმით;
** წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაოთა წარმოების ჟურნალების, ბეტონის სამუშაოების, შედუღების სამუშაოების ჟურნალების წარმოების გაკონტროლება;
** წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა 2) დადასტურება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: მშენებელი ინჟინერი
** არანაკლებ 10-წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება.
თემატიკა:
** საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები;
** საერთაშორისო სამშენებლო ნორმატიული აქტები.
საოფისე კომპიუტერული პროგრამები:
** MS Office Word - კარგად
** MS Excell - კარგად
** AutoCAD - სასურველია
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე.
დამატებითი ინფორმაცია
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა (უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
** კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეს საფუძველზე, (ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
** გასაუბრება.
კანდიდატები მიიღებიან გამოსაცდელი ვადით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]
საკონტაქტო ელფოსტის მისამართი [email protected]2024 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით .