ფინანსური მენეჯერი

აღწერა

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადება ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი #8. ანაზღაურება: 2, 500 - 4, 000 Net. (კვალიფიკაციის მიხედვით) სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა; ** სამუშაო რეჟიმში ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათ მინიმიზაციაზე მუშაობა, შიდა პროცესების ოპტიმიზაცია; ** კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტში შემავალი სამსახურების გამართული, ეფექტიანი და დროული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცესების ორგანიზება, გადაწყვეტილებების მიღება და სხვა შიდა/გარე სამსახურებთან კოორდინირება; ** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია; ** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი; ** სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობაში მოყვანა; ** საგადასახადო აუდიტისა და ყოველწლიური IFRS ფინანსური ანგარიშგების (კომპილაცია) პროცესში (შეხვედრები/განხილვები, ანალიზი, საბოლოო რეპორტის მომზადება) მონაწილეობა; ** ფინანსური რეპორტების მომზადება მომზადებული რეპორტების საბოლოო დეტალური გადამოწმება, ანალიზი, რეკომენდაციები; ** ბონუსების/ჯარიმების მართვა საჭიროების მიხედვით; ** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია; ** კომპანიის წლიური ბიუჯეტის შემუშავება - კონტროლი; ** ავტო მეურნეობის მხარდაჭერა და კონტროლი - პრობლემების იდენტიფიცირება, დროული გადაჭრის გზების მოძიება. ; ** მატერიალური მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების მონიტორინგი/მართვა; ** მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** საჭიროებისამებრ ბანკებთან კომუნიკაცია/მოლაპარაკებები საბანკო/საკრედიტო პროდუქტებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი); ** სერტიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს; ** შესაბამის სფეროში მინ.3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე; ** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფინანსური მენეჯერი
ლაზიერი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

ფინანსური მენეჯერი
OMNIC
რუსთავი დედლაინი: 2 კვირაში

ფინანსური მენეჯერი
Asbc
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

უმცროსი ფინანსური მენეჯერი
ტრანსოპერატორი
თბილისი 2000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ალგანი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო