აღწერა
"ტრანსოპერატორი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო.
** სამუშაო განრიგი: სრული, კვირაში 5 დღე - 10:00-18:00
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან.
აუცილებელი მოთხოვნა:
** MS Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
** სხვა საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
** უცხო ენები : რუსული სრულყოფილად -სავალდებულო, ინგლისური -სასურველი.
ძირითადი მოვალეობები:
** მონაცემების შეყვანა ექსელში და დამუშავება;
** საბუთების დახარისხება და შედარება პროგრამასთან;
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურის განხილვა);
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ საბუღალტრო და საგადასახადო კურსები;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უმცროსი ფინანსური მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას! |