უმცროსი ფინანსისტი

აღწერა

"Index | Wealth Management" არის 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გამორჩეული ხედვითა და სტრატეგიით ქართული დეველოპერული ბაზრის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელია. პოზიცია: უმცროსი ფინანსისტი სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა 28 სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 ანაზღაურება: 1800-2500 (გამოცდილების მიხედვით) გამოსაცდელი ვადა: 3 თვე დეპარტამენტი: ფინანსები ძირითადი პასუხისმგებლობები: ** საბანკო ინფორმაციის დამუშავება და ექსელის სპეციალურ ცხრილებში შეტანა; ** კლიენტების გადახდების აღრიცხვა, მონიტორინგი და სამომავლო ბიუჯეტების მომზადება; ** კომუნიკაცია გაყიდვების გუნდთან; ** სხვადასხვა სახის ფულის რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის, ბანკებისთვის და სხვა გარე მომხმარებლებისთვის; ** არსებული სისტემების ავტომატიზაციასა და მოდერნიზაციაში მონაწილეობა. აუცილებელი მოთხოვნები: ** Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მოწესრიგებულობა და ყურადღება საქმის მიმართ ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** საინტერესო პროექტებში მონაწილეობისა და განვითარების შესაძლებლობას დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება. გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ შპს "რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფინანსური მენეჯერი
ლაზიერი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Index | Wealth Management
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო