B2B გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

კომპანია "ვიტამელი", არის საკვები ინგრედიენტების და გამაუმჯობესებლების სფეროში მსოფლიოში წამყვანი კომპანიების Deutsche Back, Muehlenchemie, DownFoods და Jabex-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. ჩვენს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ვნერგავთ ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მეთოდებს, რითაც ხელს ვუწყობთ რეგიონში კვების ინდუსტრიაში პროდუქციის ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას. "ვიტამელი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი მივლინება: 30% სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2, 600 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან (500-დან 4000 ლარამდე) + სამედიცინო დაზღვევა + საწვავის ანაზღაურება + კარიერული ზრდის პერსპექტივა. სამუშაოს აღწერა: ** კომპანიის CEO-სთან და კვების მთავარ ტექნოლოგთან ერთად გაყიდვების სტრატეგიის და გეგმის შემუშავება ** მიზნობრივი ჯგუფების, პოტენციური კლიენტ კომპანიების იდენტიფიკაცია, პოტენციური კლიენტების ბაზების მუდმივი შევსება ახალი კლიენტებით ** კომპანიის ტექნოლოგებთან ერთად კლიენტების მოთხოვნების ანალიზი და მათთვის შესაბამისი საკვები ინგრედიენტების/გამაუმჯობესებელი პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ** კლიენტებთან ურთიერთობა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება (Customer Care) ** კლიენტის წარმომადგენელთან/ტექნოლოგთან აქტიური კომუნიკაცია ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ეკონომიკაში/ფინანსებში ** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების დარგში ** გამოცდილება კვების ინდუსტრიაში ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი უნარ-ჩვევები: ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა ** კომუნიკაციის კარგი უნარი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected], სასურველი პოზიციის მითითებით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ვიტამელი

ანაზღაურება


2,600₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო