აღწერა
“გალერეა რუმ დიზაინი” არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალები. კომპანია შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით – გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში. „გალერეა რუმ დიზიანი“ აცხადებს ვაკანსიას კოპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ზრდის სტიმულირებისთვის
- პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
- შეხვედრების ორგანიზება პარტნიორებთან: სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, სასტუმროები, ოფისები, სადიზაინერო სტუდიები, არქიტექტორ-დიზაინერები და სხვა.
- ინტერიერის დიზაინ-პროექტების მასალების შერჩევა/შეთავაზება და უშუალო მუშაობა კლიენტებთან
- შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა და რეალიზაციის სტიმულირება
- მომხარებლის მოზიდვა და გაყიდვების სტიმულირება პროექტირების და ინტერიერის დიზაინის მომსახურების სფეროში
- მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, მონიტორინგი, მუდმივი განახლება, ლიდების გენერირება და რეპორტინგი
- პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის დაგეგმვა - პრეზენტაციის/შეთავაზების დამუშავება, პოტენციური დამკვეთებისთვის დაგზავნა და კონტროლი, ასევე, მათი ინდენტიფიკაცია და მართვა
- სასურველია, ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება, ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, შესრულების პროცესის მონიტორინგი
- მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
- გადახდის და პროდუქციის მიწოდების მეთოდების განსაზღვრა დამკვეთთან შეთანხმებით
- შესაძენი პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება
- კომანიის მენეჯმენტთან მუდმივი კომუნიკაცია და რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:
- B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან რომელიმე მსგავს სფეროში
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა
- მსხვილ კლიენტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების გამოცდილება
- ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Word, Excel, PowerPoint);
- ინგლისური ენის ცოდნა. რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად
- ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე
- შრომისმოყვარეობა და კომუნიკაბელურობა
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
- ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
- პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ :
- უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
- მზარდ ანაზღაურებას + საბონუსე სისტემას
- სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს
დამატებითი პირობები :
ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასისა და გამოცდილების მიხედვით, ასევე გაყიდვებიდან მიღებული პროცენტიდან.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათები.
გამოსაცდელი ვადა 1 - 3 თვემდე (ანაზღაურებადი)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით: [email protected] და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - Sales Manager
ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა დროისთვის.