კოპორატიული გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

“გალერეა რუმ დიზაინი” არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალები. კომპანია შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით – გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში. „გალერეა რუმ დიზიანი“ აცხადებს ვაკანსიას კოპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ზრდის სტიმულირებისთვის
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
  • შეხვედრების ორგანიზება პარტნიორებთან: სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, სასტუმროები, ოფისები, სადიზაინერო სტუდიები, არქიტექტორ-დიზაინერები და სხვა.
  • ინტერიერის დიზაინ-პროექტების მასალების შერჩევა/შეთავაზება და უშუალო მუშაობა კლიენტებთან
  • შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა და რეალიზაციის სტიმულირება
  • მომხარებლის მოზიდვა და გაყიდვების სტიმულირება პროექტირების და ინტერიერის დიზაინის მომსახურების სფეროში
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, მონიტორინგი, მუდმივი განახლება, ლიდების გენერირება და რეპორტინგი
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის დაგეგმვა - პრეზენტაციის/შეთავაზების დამუშავება, პოტენციური დამკვეთებისთვის დაგზავნა და კონტროლი, ასევე, მათი ინდენტიფიკაცია და მართვა
  • სასურველია, ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება, ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, შესრულების პროცესის მონიტორინგი
  • მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • გადახდის და პროდუქციის მიწოდების მეთოდების განსაზღვრა დამკვეთთან შეთანხმებით
  • შესაძენი პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება
  • კომანიის მენეჯმენტთან მუდმივი კომუნიკაცია და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

  • B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან რომელიმე მსგავს სფეროში
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა
  • მსხვილ კლიენტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების გამოცდილება
  • ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Word, Excel, PowerPoint);
  • ინგლისური ენის ცოდნა. რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე
  • შრომისმოყვარეობა და კომუნიკაბელურობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
  • პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ :

  • უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
  • მზარდ ანაზღაურებას + საბონუსე სისტემას
  • სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს

დამატებითი პირობები :

ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასისა და გამოცდილების მიხედვით, ასევე გაყიდვებიდან მიღებული პროცენტიდან.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათები.

გამოსაცდელი ვადა 1 - 3 თვემდე (ანაზღაურებადი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით: [email protected] და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - Sales Manager

ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება.
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა დროისთვის.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


გალერეა რუმ დიზაინი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო