კოპორატიული გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"გალერეა რუმ დიზაინი" - ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში, რომლის ძირითადი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელს შესთავაზოს სიახლეები, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით, ჩვენ ვართ პლატფორმა, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ინტერიერის მოდის მსოფლიო ტენდენციები და ტრენდები, რომლებსაც კარნახობენ წამყვანი მეგაპოლისები. "გალერეა რუმ დიზიანი" აცხადებს ვაკანსიას კოპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივ პარტნიორებთან - (სასურველია ქართულად და ინგლისურად); შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების მოწყობა ** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება: სამშენებლო დეველოპერულ სფეროში, სასტუმროები, ოფისები, სადიზაინერო სტუდიები, დიზაინერები, კერძო ბინები, ინტერიერის მოსაპირკეთებელი და მოსაწყობი მასალებით და საშუალებებით ** ინტერიერის დიზაინ-პროექტების მასალების შერჩევა/შეთავაზება და უშუალო მუშაობა კლიენტებთან. ** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა; ** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში . ** ინტერიერის მოსაპირკეთებელი და მოსაწყობი მასალების რეალიზაციის სტიმულირება, ** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, მონიტორინგი და მუდმივი განახლება; ** პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის დაგეგმვა - პრეზენტაციის/შეთავაზების დამუშავება, პოტენციური დამკვეთებისთვის დაგზავნა და კონტროლი; ასევე მათი იდენტიფიკაცია და მართვა ** სასურველია, ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება, ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, შესრულების პროცესის მონიტორინგი; ** მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება; ** პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; ** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, მათ მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება; ** გადახდის და პროდუქციის მიწოდების მეთოდების განსაზღვრა დამკვეთთან შეთანხმებით; ** შესაძენი პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები: ** B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება; ** მსხვილ კლიენტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების გამოცდილება; ** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი; ** ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარი; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Word, Excel, PowerPoint); ** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ფლობა; ** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი; ** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე; ** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან რომელიმე მსგავს პოზიციაზე; ** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; ** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი; ** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ. დამატებითი ინფორმაცია: ** ანაზღაურება, ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი, ასევე გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი (საშუალოდ მინ-5.000 და ზემოთ) ** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათები. შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად: ** გასაუბრება ** მიცემული დავალების შესრულება ჩვენ გთავაზობთ: ** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** მზარდ ანაზღაურებას + საბონუსე სისტემას ** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს. დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა: 1-3 თვემდე (ანაზღაურებადი) დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე - ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით: [email protected] და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი - Sale Manager". ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება. ვებ-გვერდი: https://www.roomdesign.ge https://www.instagram.com/roomdesigngallery/?hl=pt Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/ დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა დროისთვის.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


გალერეა რუმ დიზაინი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო