ეკონომიკური ანალიზის ჯგუფის ექსპერტი

აღწერა

სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას, ეკონომიკური ანალიზის ჯგუფის ექსპერტის თანამდებობაზე ძირითადი თანამდებობრივი მოვალეობები: ** სამრეწველო-სამოქალაქო და ენერგეტიკულ მშენებლობაში ფასწარმოქმნის ნაწილში საზოგადოების მუშაკების და ქვედანაყოფების მეთოდურ უზრუნველყოფაში მონაწილეობა; ** ხელმძღვანელობის დავალებით საზოგადოების საქმიანობის სფეროში შემავალი სპეციფიური საქონლის და მომსახურების ბაზრის კონიუქტურის შესწავლაში მონაწილეობა; ** გარე ორგანიზაციების კომერციული წინადადებების, საქონლის და მომსახურების ფასების შეჯერება ბაზრის ფასებთან; ** კალკულაციების, ცალკეული განფასების, ხარჯთაღრიცხვის, სამუშაოებისა და მომსახურების ეფექტურობის გაანგარიშებების შეჯერება, თელასში მიღებულ შესაბამის საინფორმაციო ბაზასთან (სამუშაო ადგილზე სწავლების შემდეგ); ** საწყისი მასალების მომზადება საორგანიზაციო, ტექნიკური და ტექნოლოგიური წინადადებების ეკონომიკური ეფექტურობის გაანგარიშებისთვის; ** საწყისი მონაცემების მომზადება (ტექსტები, ცხრილები, ფასები, ინფორმაციის სისრულე) სახარჯთაღრიცხვო-ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზისთვის; ** ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებების შესრულება ეკონომიკის, შრომის და ხელფასების განყოფილების დებულების შესაბამისად; მოთხოვნები განათლების და სწავლების მიმართ: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება (მშენებლობა, საინჟინრო ეკონომიკა, სამშენებლო ბიზნესის ორგანიზება…) ** მშენებლობაში ან ენერგეტიკაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. მუშაკმა უნდა იცოდეს: ** საქართველოს ძირითადი საკანონმდებლო აქტები, თანამდებობრივ მოვალეობებთან მიმართებით; ** ნორმატიული დოკუმენტაციის საფუძვლების ცოდნა: სნდაწ, ГОСТ, სესნ, ემწ, სმდ და სხვ. (სამუშაო ადგილზე სწავლების შემდეგ); ** საზოგადოებაში, ენერგეტიკულ და სამრეწველო მშენებლობაში ფასწარმოქმნის საფუძვლები (სამუშაო ადგილზე სწავლების შემდეგ); ** მეთოდური მასალები, რომელიც ეხება დაგეგმვის ორგანიზებას, ღირებულებითი ნორმატივების შემუშავებას, საწარმოს საქმიანობის ეკონომიკური ეფექტურობის განსაზღვრას; ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად ფლობის დონე; რუსული - თავისუფლად ფლობის დონე; ინგლისური - საბაზო ცოდნა. პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: ** Microsoft Windows ოჯახის საოპერაციო სისტემა; ** MS Office (Word, Excel, PowerPoint); ** MS Outlook. ** სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფა: ** TelDoc, თელასი-ხარჯთაღრიცხვა (სამუშაო ადგილზე სწავლების შემდეგ); პირობები: ** მუშაობის გრაფიკი: გამოსაცდელ ვადაში (დაახლოებით 3 თვე) - სრული სამუშაო დღე, შემდგომ შესაძლებელია ნაწილობრივი დატვირთვა, ასეთ შემთხვევაში სსხ ხელშეკრულებით. ** თანამდებობრივი სარგო: დარიცხვა თვეში 3000 ლარის ოდენობით (დანამატების გათვალისწინების გარეშე). ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით [email protected] 2024 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონტროლის სპეციალისტი
შარმ ტრეიდინგი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

B2B გაყიდვების მენეჯერი
ვიტამელი
თბილისი 2600₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


თელასი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო