სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი

აღწერა

ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
  • ანაზღაურება: 800 ლარი(ხელზე ასაღები) + ბონუსი
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 -19:00 საათამდე

ძირითადი ფუნქციები:
  • ატელეფონო შეთავაზებების გაკეთება მომხმარებლებთან;
  • კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება;
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდა;
  • მიღებული ინფორმაციის დამუშავება და სწორი ადრესაცია ;
  • განაცხადების დამუშავების შედეგად მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაციის ზუსტი ასახვა შესაბამის პროგრამაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცონდა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული მახასიათებლები:
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშობის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:
ჯამრთელობის დაზღვევა;
ფიტპასი ;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
IndigoCars
თბილისი 800₾ დედლაინი: 3 დღეში

სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
CarMate
თბილისი 700₾ დედლაინი: 4 დღეში

გაყიდვების სპეციალისტი
kamkama.ge
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
HSE Group
თბილისი 1500₾-2500₾ დედლაინი: 4 საათის წინ

უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი
Hill City
თბილისი 2000₾-10000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Indigo Cars

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო