სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი

აღწერა

ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars", რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე. ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: ** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათამდე ** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი ძირითადი ფუნქციები: ** სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება მომხმარებლებთან ** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება; ** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა; ** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა; ** კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint); ** გამართულად მეტყველების უნარი; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პიროვნული მახასიათებლები: ** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი; კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე. მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
CarMate
თბილისი 700₾ დედლაინი: 4 კვირაში

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
HSE Group
თბილისი 1500₾-2500₾ დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების სპეციალისტი
kamkama.ge
თბილისი დედლაინი: 21 საათის წინ

სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
Blue Waters
თბილისი 3000₾ დედლაინი: 21 საათის წინ

კომპანია


IndigoCars

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო