მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

აღწერა

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე. პირობები: ** სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ/ 2 დღე დასვენება ** სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 3 დღე ოფისიდან (მაგ: ოთხშაბათი; ხუთშაბათი პარასკევი) - 11:00 - 20:00; დისტანციურად სახლიდან - შაბათი და კვირა - 10:00 - 19:00; ** დასვენების დღეები: ორშაბათი და სამშაბათი (შესაძლებელია დღეების გადანაცვლება სხვა სამუშაო დღეებზე) ** ანაზღაურება: 1000 ლარი (ნეტი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად სოციალურ ქსელებში შემოსული შეტყობინებების/კომენტარების და სატელეფონო ზარის ფარგლებში მომხმარებელთან კომუნიკაცია; ** მომხმარებლისგან შეკვეთების მიღება გაწერილი სტანდარტის მიხედვით ან მომხმარებლების გადამისამართება მათი მოთხოვნების შესაბამისად; ** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და შედეგების რეპორტინგი; ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია გაყიდვების ან/და ქოლ-ცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია რუსული/ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა); ** საოფისე პროგრამების (MS EXCEL) ცოდნა უნარ-ჩვევები: ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი". თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან. შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ახალი ხედვა

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო