აღწერა
სამშენებლო კომპანია "პორტალ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დამოუკიდებლად ხარჯთაღრიცხვების მომზადება, პროექტის მიხედვით
** სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების მომზადება - სრულყოფილი პროექტის გარეშე.
** სამშენებლო პროექტების მართვა, როგორც სამოქალაქო, ისე ინდუსტრიული პროექტების.
** კონსტრუქციული და არქიტექტურული ნახაზების შედარება და მშენებლობის წარმოება მოცემული პროექტის მიხედვით, ლაფსუსის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირება.
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება
** მშენებლობისთვის საჭირო მასალების, მომსახურებების, ინვენტარის შესყიდვის საჭიროების შესახებ მენეჯერის ინფორმირება/შესყიდვის ინიცირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი
** სამუშაო გამოცდილება: მშენებლობის მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
ცოდნა და უნარები:
** ქართული (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამები; AutoCAD, ArchiCAD ;
** სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
** შედეგზე ორიენტირება, პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა;
** დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდურობა - საკუთარი და გუნდის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღქმა;
** ენერგიულობა - გუნდის წევრებისთვის ინსპირაციის მიცემა;
** გაურკვევლობებთან გამკლავება;
** ჯანსაღი გარემოს შექმნა - ხელმისაწვდომობა, ღია და მეგობრული კომუნიკაცია, განსხვავებული აზრების წახალისება, შეხედულებების ღიად გამოთქმა;
სამუშაო ადგილი და პირობები:
ხელფასი - მოჭრილი ხელფასი და დამატებით ბონუსი.
მოჭრილი ხელფასი - 3000 ლარი
ბონუსი - შესრულებული პროექტის წმინდა მოგებიდან - 5%
სამუშაო ადგილი, თბილისი, ავჭალა.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე: [email protected] |