ბიზნეს პროცესების განვითარების მენეჯერი

აღწერა

"ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი. დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. "ჯეუ ჰოლდინგი"-ის შვილობილი კომპანიებია: "Jeu Group", "Rental and logistics company" და " Just Production". თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ ჰოლდინგის" სავიზიტო ბარათია. "ჯეუ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მართვის და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სახელფასო რეინჯი - 4000-5000 ლარი ** სამუშაო საათები - 10:00-19:00 სთ ** ადგილმდებარეობა - თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** ორგანიზაციაში არსებული პროცესებისთვის პროცესუალური რუკის შემუშავება; ** ბიზნესს პროცესების პრიორიტეტების განსაზღვრა; ** პროცესების მიზნის ფორმულირება; ** ოპტიმიზაციის პოტენციალის დადგენა და სამომავლო პროცესების მოდელირება; ** დამტკიცებული პროცესების დანერგვის უზრუნველყოფა; ** ორგანიზაციაში სტანდარტებისა და SOP-ების შემუშავების უზრუნველყოფა და დანერგვა; ** მეთოდოლოგიის და სტანდარტის დანერგვისთვის აუცილებელი ტრენინგებისა და სწავლებების ორგანიზება; ** ბიზნესს პროცესების მუდმივი მონიტორინგი; ** რეპორტინგის მატრიცის ჩამოყალიბება; ** რეპორტინგის პროცესის კოორდინაცია; ** პროცესის ავტომატიზაციის შესაძლებლობის იდენტიფიცირება, ავტომატიზაციისთვის საჭირო მექანიზმების განსაზღვრა, შესაბამისი მომწოდებლების მოძიება და დანერგვის პროცესის უზრუნველყოფა/მართვა; ** სტრატეგიული პროექტების მონიტორინგი და რეპორტინგი. ** კომპანიაში IT ინფრასტრუქტურის მართვა და მომსახურების გამწევ კომპანიასთან თანამშრომლობა. ძირითადი მოთხოვნები: ** სავალდებულოა, უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნესს ადმინისტრირების მიმართულებით ** სავალდებულოა, პროცესების მართვის მიმართულებით 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ** BPM ინსტრუმენტების ცოდნა ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** საბონუსე ანაზღაურებას KPI-ის მიხედვით ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით ** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს ** სწავლის დაფინანსებას ** მეგობრულ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 20 აგვისტო დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ჯეუ ჰოლდინგი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო