გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი

აღწერა

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “One Development”-ი, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
  • კომპანიის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა.
  • გაყიდვების ჯგუფის სტრატეგიის ჩამოყალიბება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება.
  • გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობის დაგეგმვა, მათი მოტივაცია და შესრულების კონტროლი.
  • თანამშრომელთან მოტივაციის სისტემის დანერგვა და შესრულების კონტროლი. (KPI-ის დანერგვა)
  • მომხმარებელთა ბაზასთან მუშაობა, მათთან სატელეფონო საუბრის სკრიპტების მომზადება.
  • არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების შექმნა, მათთან საკომუნიკაციო სტრატეგიის დანერგვა/მონიტორინგი.
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, არსებული ტენდენციების რეგულარული გაცნობა და კომერციული სტრატეგიების ადაპტირება ბაზრის ცვლილებების შესაბამისად.
  • გაყიდვების დეპარტამენტის ეფექტიანობის მონიტორინგი (CRM-ის საშუალებით).
  • ანგარიშების .მომზადება, მონაცემთა ანალიზი, პრეზენტაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება .
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონდე კანდიდატებს).
  • გაყიდვების ტექნოლოგიის ცოდნა
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდის მართვის უნარი.
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
  • მიზანმიმართობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:
  • ანაზღაურება - 5000 ლარიდან
  • სამუშაო გრაფიკი - სრული.
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 აგვისტომდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე : [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი“.

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

ადგილმდებარეობა
Location Icon ბათუმი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
Glovo
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
One Development
თბილისი 5000₾ დედლაინი: 3 კვირაში

დისტრიბუციის ხელმძღვანელი
სმოტორსი
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


One Development

ანაზღაურება


5,000₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო