მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აღწერა

"Keystone Development" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: კომპანია ავითარებს მასშტაბურ პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ პროექტს კრწანისში. პროექტის სამშენებლო ფართი შეადგენს 100 000 მ2-ს, სადაც განთავსებული იქნება 600 საცხოვრებელი ბინა, ბიზნეს ცენტრი, კომერციული და მულტიფუნქციური სივრცეები. პროექტი მაცხოვრებლებს სთავაზობს 10, 000 მ2 რეკრეაციულ ტერიტორიას. "Keystone Development" წარმოადგენს "Keystone Investments" შვილობილ კომპანიას, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოს სხვადასხვა წამყვან სექტორში. პოზიციის ძირითადი მოვალეობები: ** ბრენდისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; ** მარკეტინგის და გაყიდვების სრული ციკლის მართვა; ** მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით სხვადასხვა პარტნიორებთან ურთიერთობა და პროექტების მართვა; ** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება; ** მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; ** საკომუნიკაციო სტრატეგიების განსაზღვრა და დაგეგმვა; ** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა; ** გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდის ფორმირებაში მონაწილეობა, გუნდის სტრატეგიული მენეჯმენტი; ** მარკეტინგისა და გაყიდვების KPI-ების შედგენაში მონაწილეობა და მონიტორინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის მართვის ან მენეჯმენტის მიმართულებით; ** უძრავი ქონების სექტორში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, აქედან არანაკლებ 3 წელი მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე; ** სასურველია პრემიუმ პროექტების მართვის გამოცდილება; ** გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და არხების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; რას გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებული ანაზღაურება წლიურად 100, 000 ლარიდან (გადასახადების ჩათვლით) და სოლიდური საბონუსე სისტემა, რომელიც განისაზღვრება ერთობლივად ** შემუშავებული KPI-ების გეგმაზე დაყრდნობით. ჯამური ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს; გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბრენდ მენეჯერი
ბი-ემ-ესი
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

მიმღები ზონის სპეციალისტი
გორგია
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

PepsiCo GO სტაჟიორი მარკეტინგის მიმართულებით
Pepsico
თბილისი 1600₾ დედლაინი: 2 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი/ბროკერი
House Team
თბილისი დედლაინი: 4 კვირაში

კომპანია


Keystone Development

ანაზღაურება


100,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო