გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი

აღწერა

შპს "თილანსერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ჩვენს შესახებ: კომპანია "თილანსერი" არის საქართველოში წამყვანი არაფორმალური პროფესიული განათლების ონლაინ აკადემია, რომელიც ოპერირებს 2021 წლიდან. ძირითადი ფუნქციები: ** მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა ** ქონთენთის შექმნა, ვიდეო-გადაღება ** ედვერთაიზინგ კამპანიების მართვა ** გაყიდვების გუნდების მართვა ** ჯანსაღი გარემოს შექმნა გუნდებში და მათი მოტივირება ** დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა ** გუნდების შესრულების ეფექტურობის უზრუნველყოფა, საერთო შედეგების მიღწევა გუნდების წევრების დახმარებით ** სამოტივაციო სქემების განსაზღვრა ** აქტიური ჩართულობა გაყიდვების/პორტფელების ზრდისთვის ** დეპარტამენტის მიერ დადგენილი KPI-ის შესრულება გუნდების წევრების დახმარებით ** აქტიური ჩართულობა კლიენტების კმაყოფილებისათვის და მათ ლოიალობაზე ზრუნვა; ** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება, მოგვარების გზების მოძიება და მათი აღმოფხვრა ** პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ. ** დეპარტამენტის გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსები/ეკონომიკა/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ** ენები: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. სასურველია რუსული ენის ცოდნა ** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებით მინ. 3 წლიანი გამოცდილება, აქედან მინ. 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე ყოფნის გამოცდილება. პირობები: ** სრული განაკვეთი ** ანაზღაურება: 3000ლ + ბონუსი სავალდებულო ცოდნა და უნარები: ** შედეგებზე ორიენტირება - საერთო შედეგების მიღწევაზე ზრუნვა ** საერთო შედეგების მიღწევა გუნდის წევრების დახმარებით ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი ** კომპლექსური ამოცანების სწრაფი ანალიზის და გადაწყვეტილების მიღების უნარები ** კომპლექსური საკითხების, კორპორაციის დონის სტრატეგიული პროგრამებისა და პროექტების მართვის უნარები ** სქუადის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი - მენეჯერული საქმიანობა და დისციპლინა დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, და გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი
მადარტი
თბილისი 1000₾-1300₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


თილანსერი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო