გაყიდვების ხელმძღვანელი

აღწერა

სამედიცინო გენეტიკური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.


რას გთავაზობთ:

  • სრული განაკვეთი, სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00.
  • ფიქსირებული ხელფასი (კანდიდატის კომპეტენციისა და შესასრულებელი მოვალეობების გათვალისწინებით) და საბონუსე სისტემა (გაყიდვების რაოდენობიდან გამომდინარე).
  • ჰარმონიული სამუშაო გარემო.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • დაქვემდებარება: კომპანიის დირექტორი


პოზიციის აღწერილობა:

  • ბაზრის კვლევა და ანალიზი (როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ): მსგავსი და სხვა ლაბორატორიული პროდუქტების მიმწოდებლების კვლევა, ფასების კვლევა, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი, პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა, ბაზრის ტენდენციების დადგენა, ბაზრის პოტენციალის შეფასება, ახალი მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირება, მუდმივი მონიტორინგი.
  • სტრატეგიის შემუშავება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით.
  • ლაბორატორიული პროდუქტების სრულყოფილად შესწავლა.
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და ლაბორატორიული პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება / შეთავაზება.
  • გაყიდვების პროცესებისა და მოლაპარაკებების წარმოება, მათ შორის, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა, კომერციული წინადადებების მომზადება, კონტრაქტირების პროცესის წარმართვა და დასრულება.
  • არსებული დამკვეთების კმაყოფილების მუდმივი მონიტორინგი.
  • დამკვეთების ელექტრონული ბაზის შექმნა და მართვა.
  • რელევანტურ გარე ღონისძიებებში (კონფერენციები, ვებინარები და სხვ.) მონაწილეობის უზრუნველყოფა და წარმართვა, შიდა ღონისძიებების მომზადება / ჩატარება.
  • მუდმივი (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და დამფუძნებლებთან (საჭიროების შესაბამისად).
  • დებიტორების შესახებ ინფორმაციის მართვა, ფინანსურ მენეჯერთან ერთობლივად.
  • სამუშაოს წარმართვა კომპანიაში დანერგილი სტანდარტის (სსტ ისო 15189:2012/2015) შესაბამისად.
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება, გაყიდვების მიმართულებით.


პოზიციის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე - სამედიცინო მიმართულებით, არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება ონკოლოგიის მიმართულებით გამოცდილების მქონე კანდიდატს.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი, შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
  • სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, ოპერატიული მოქმედების უნარი.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „გაყიდვების ხელმძღვანელი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 26 ივლისი.


რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანიამ „პარსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რაც გამოყენებულ იქნება მხოლოდ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირ(ებ)ს თქვენი თანხმობის გარეშე. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების ხელმძღვანელი
Satellite
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
Glovo
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
One Development
თბილისი 5000₾ დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
One Development
ბათუმი 5000₾ დედლაინი: 4 კვირაში

კომპანია


სამედიცინო გენეტიკური ლაბორატორია
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო