მძღოლ-დისტრიბუტორი

აღწერა

კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/company/? კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე ქ. თბილისში. ** პოზიცია ექვემდებარება: შიდა ლოჯისტიკისა და ავტოპარკის მენეჯერი ** ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 2 ** აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 08/08/2024 ფუნქცია-მოვალეობები: ** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მანქანაში ჩატვირთვის კონტროლი ** ობიექტების/კლიენტების პროდუქციით მომარაგება, გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით; ** მეწყვილესთან ობიექტებზე პროდუქციის ჩამოტვირთვა/ატანა განლაგება, შემოწმება კლიენტების თანდასწრებით ** წუნდებული პროდუქციის მითვლა/დასურათება/დაბრუნება ** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება ** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე საკურიერო მომსახურება ** მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის გამართულად მუშაობის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია); სამუშაო პირობები: ** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1200 ლარი + ბონუსი (პროდუქციის მიტანა/ატანა 50 კგ-მდე 20 ლარი) ** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი ** კომპანია უზრუნველყოფს საწვავსა და ავტომობილს (მსუბუქი სატვირთო ავტომობილი). შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: ** პირველი კონტრაქტი - 2 კვირიანი სტაჟირება, შემდგომ წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად დასაქმებულის უფლებები: ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა. შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის. კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის აღმრიცხველი
ქებული კლიმატი
თბილისი 1400₾-1700₾ დედლაინი: 3 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
ქებული კლიმატი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების სპეციალისტი
kamkama.ge
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ქებული კლიმატი

ანაზღაურება


1,000₾ -120,050₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო