საწყობის აღმრიცხველი

აღწერა

კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://qebuli-climate.ge/company/? კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღმრიცხველის პოზიციაზე. ქ. თბილისში პოზიცია ექვემდებარება: საწყობის კოორდინატორს ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1 აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 22.08.2024 დასაქმების სავარაუდო თარიღი: 26.08.2024 ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: გაცემული პროდუქციის დათვლა და დოკუმენტაციასთან შესაბამისობა სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე ** ანაზღაურება: 1400-1700 ლარი (გამოცდილებიდან გამომდინარე) ** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის კურირება; ** პროდუქციის გაცემის პროცესის და გასავლის ორდერთან შესაბამისობის მონიტორინგი; ** ERP სისტემაში განხორციელებული ტრანზაქციების კონტროლი; ** მიღებული/გაცემული პროდუქციის რაოდენობების აღრიცხვა შესაბამის ფორმაში; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; ** პროდუქციის გადაადგილების პროცესის მონიტორინგში ჩართულობა - გასავლის და შემოსავლის ორდერების თანხვედრის კონტროლი; ** მომხმარებელზე/ფილიალზე გაცემული მასალების რაოდენობის შესაბამისობის კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასაწყობე მეურნეობაში მუშობის გამოცდილება; ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სოციალური პაკეტი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვებით უზრუნველყოფა; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა (სურვილის შემთხვევაში); ** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში); ** პარკინგი შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: ** პირველი კონტრაქტი - ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად დასაქმებულის უფლებები: ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. წინა სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა. შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის. კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლ-დისტრიბუტორი
ქებული კლიმატი
თბილისი 1000₾-120050₾ დედლაინი: 1 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
ქებული კლიმატი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების სპეციალისტი
kamkama.ge
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ქებული კლიმატი

ანაზღაურება


1,400₾ -1,700₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო