შესყიდვების სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. დღესდღეობით იგი გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ. გვერდს. კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. პოზიცია ექვემდებარება: ასორტიმენტისა და შესყიდვების განყოფილების მენეჯერს ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1 აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 08/01/2024 დასაქმების სავარაუდო თარიღი: 18/08/2024 ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის შესყიდვების პროცესში ჩართულობა ფუნქცია-მოვალეობები: ** შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი; ** შესყიდვების პროცესის მართვა: ფასთა კვლევა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და აქტიური კომუნიკაცია; ** პოტენციური მომწოდებლების ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება; ** შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; ** შესყიდვის დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა; ** შესყიდვის ფარგლებში დავალებული საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; ** პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel. სამუშაო პირობები: ** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე ** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი, სოციალური პაკეტი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა ** ლანჩით უზრუნველყოფა ** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში) ** კორპორატიული ნომერი ** პარკინგი. შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. დასაქმებულის უფლებები: როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების სპეციალისტი
ნეოტექი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 საათში

შესყიდვების სპეციალისტი
ბი თი ეი ჯორჯია
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
Global Beer Georgia
მცხეთა დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ქებული კლიმატი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო