გაყიდვების მხარდაჭერის ანალიტიკოსი/კოორდინატორი

აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის. შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების მხარდაჭერის ანალიტიკოსის/კოორდინატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი; 40 სთ/კვირაში ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტებთან კომერციული შეთანხმების პროცესის მხარდაჭერა პარტნიორებისგან საჭირო დოკუმენტების მიღებითა და დადასტურებით, პროცესის დროული ასახვა 1C ERP სისტემაში. ** გაყიდვების ფუნქციის მხარდაჭერა საკრედიტო ლიმიტების გაზრდის მოთხოვნათა დროულ შესრულებაში. ** კლიენტებთან კომერციული შეთანხმების ხელშეკრულებების/დამატებით შეთანხმებების შექმნა, მოდიფიკაცია, ვადის გახანგრძლივება. ** კლიენტებთან კომერციული შეთანხმების პროცესისთვის/საკრედიტო ლიმიტების გაზრდის მიზნით გაყიდვების ფუნქციის დოკუმენტბრუნვის სწორად და დროულად წარმართვა, ასევე 1C ERP-ში ასახვა ** კლიენტებთან შეთანხმებების ორიგინალების მომზადება, გადამოწმება და წარდგენა ბუღალტერიაში, ამასთან მათი ინიცირება 1C ERP სისტემაში, ხელმოწერის კოორდინაცია ყველა მხარის მიერ, ორიგინალების გადატანა არქივში. ** აქტიური თანამშრომლობა კლიენტებთან ნაშთების, გადახდების თაობაზე ** საკრედიტო კონტროლისთვის შეკვეთების გაცემის განახლებაზე მოთხოვნების შექმნა კანდიდატის პროფილი: ** უმაღლესი განათლება ** ERP სისტემებში და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** MS Office-ის ცოდნა ** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური - B1+ დონეზე ** ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები ** ანალიტიკური აზროვნება / დეტალებზე ორიენტირება თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Pepsico
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო