სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის განვითარების ხელმძღვანელი

აღწერა

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს. "ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში. კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქვ. ფონიჭალა სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) ხელფასი: 1500-1800 (NET) + ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 4500-5500) ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ საბონუსე სისტემას; ** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით; ** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან); ** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში; ** 24 + 4 საშვებულებო დღეს; ** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიაში გაწერილი გეგმების შესაბამისად, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის მიმართულებით, საცალო, საბითუმო, და კორპორატიული გაყიდვების გენერირება; ** ბაზრის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, მოთხოვნადი სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების იდენტიფიცირება. მათი შესყიდვის ინიციირება შესაბამისი არგუმენტებითა და ხედვებით; ** ახალი სერვისების დანერგვა და გაყიდვების ქსელის განვითარება, გაფართოებაზე პერმანენტული მუშაობა; ** ავტონაწილებისა და სერვისის განვითარების სექტორის ეფექტიანი მართვა; ** დღის, კვირის ეფექტიანი დაგეგმარება კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად და რეგულარულ თათბირებსა და საბჭოებში მონაწილეობის მიღება; ** ტენდერების მუდმივი მონიტორინგი და მათი მოთხოვნების შესაბამისად პროცედურებისა და საბუთების ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ** სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული საბუთების დაფაილინგება და პროგრამულად რეგისტრირება; ** სექტორის შემადგენლობის გაძლიერებაზე მუდმივი ზრუნვა. ოპერატიული, ტაქტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების უნარი და განხორციელება; ** ფასების ცვლილებების არგუმენტირებული ინიციირება, შესაბამისი ჩანაწერებით; ** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტების პრეტენზიებისა და უკმაყოფილებების მართვა მათთან კომუნიკაციის გზით; ** გაყიდვების რეგულარული ანალიზის წარმოება, როგორც სექტორის პროგრესის ანალიზის მიზნით, ასევე ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად; ** რეპორტინგის სრულყოფილებისთვის საჭირო პროგრამული-ტექნიკური დავალებების ინიციირება და სხვა; ** არსებული ინსტრუმენტების, პროცედურებისა და რეგლამენტების დანერგვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირება შესაბამისი ჩანაწერების საფუძველზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია სათადარიგო ნაწილებსა და სერვისის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება. ქსელური ტიპის ბიზნესებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** დროის ეფექტურად მართვა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** პუნქტუალურობა. კონკურსის ეტაპები: ** შესარჩევი სიის მომზადება; ** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან; ** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან; ** სატესტო კვირა. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის განვითარების ხელმძღვანელი" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრაციული ასისტენტი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების სპეციალისტი
ავტოტექნო
თბილისი 800₾-10002500₾ დედლაინი: 3 კვირაში

მძღოლი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ავტოტექნო
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო