სამედიცინო წარმომადგენელი

აღწერა

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: აჭარის რეგიონი ფოთი/ოზურგეთი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორი დღე დასვენება) სამუშაო საათები: 9:00-18:00 პორტფელში არსებული პოზიციები: ტიპსანი.ფირფიტა, ინტრამედულარული ღერო, გარე ფიქსაცია, ხელოვნური ძვალი. სტაჟირება 2 თვე. გამოსაცდელი ვადა 6 თვე. ანაზღაურება: ** 1 თვე - 1000 ლარი ** 2 თვე - 1500 ლარი ** 3 თვიდან 2000 ლარი და პლიუს ბონუსი, შესრულებული გეგმებიდან. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მონათესავე მიმართულებით; ** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე; ** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს/გააჩნდეს გამართული მეტყველების უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მოთხოვნის შექმნაზე პასუხისმგებლობის აღება; ** პროდუქციის და ინსტრუმენტების გამოყენების სრულყოფილი ცოდნა; ** ოპერაციებზე დასწრება და ოპერაციის მსვლელობისას ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა ექიმებისთვის; ** ინსტრუმენტების დაზიანების შემთხვევაში, მყისიერად მიზეზის გამოვლენა და პრობლემის მოგვარება; ** ბაზრის კონკურენტული ანალიზი; ** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება, სარეკომენდაციო ფასების ინიცირება; ** კლინიკების ბაზის შექმნა; ** ექიმებთან ყოველდღიური, კვირეული და თვის ჭრილში ვიზიტების დაგეგმვა; ** ყოველდღიური სამუშაო რეპორტების მომზადება; ** ხელმძღვანელთან ყოველდღიური გეგმების დაგეგმვა/ შესრულების შეთანხმება; ** ახალი პროდუქტების საჭიროების გამორკვევა, საინტერესო პროდუქტების ინიცირება შესყიდვების და ფინანსურ განყოფილებასთან; ** ბრენდების პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმა, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების; ** ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა, სარეკლამო ბანერები კლინიკებში ** გაყიდვების ყოველდღიური, კვირის და ყოველთვიური სტატისტიკის კონტროლი, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარება, გადახრებზე მყისიერი რეაგირება ** პროდუქციის გაყიდვების გაზრდა; ** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი; ** წინასწარ დადგენილი სასაწყობო დონეების შესაბამისად შეკვეთების გადაგზავნა შესყიდვების დეპარტამენტში; ** სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა მაქსიმალური რენტაბელობის მისაღწევად; ** კლინიკაში გაკეთებული ოპერაციების ხარჯების სრულყოფილად მიწოდება ოპერატორისთვის მყისიერად; ** კლინიკების ნაშთის კონტროლი და შევსებისთვის ყველა ინფორმაციის მომზადება. პიროვნული მახასიათებლები: ** ორგანიზებულობა; ** კრეატიული აზროვნების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** მოლაპარაკების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმედი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

პრომოუტერი
პოლიპრომი
თბილისი 30₾ დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


ახალი ხედვა
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო