სამედიცინო წარმომადგენელი

აღწერა

კომპანია „Pharmed“ უკრაინული ფარმაცევტული კორპორაცია TM "Arterium"-ის პარტნიორია კავკასიის რეგიონში.
კორპორაცია "Arterium"-ი წარმოადგენს უკრაინის ფარმაცევტულ ბაზარზე, ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიას, რომელიც აწარმოებს ევროპული ნედლეულითა და GMP-ის სტანდარტებით დამზადებულ ხარისხიან, ინოვაციურ მედიკამენტებს, სხვადასხვა თერაპიული მიმართულებებისთვის: ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, უროლოგია და ა.შ.

კომპანია “Pharmed” აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას თბილსში.

კომპანია გთავაზობთ:

  • ხელფასის კონკურენტული დონეს, რომელიც განისაზღვრება გასაუბრების შედეგების მიხედვით, 1500 ლარიდან და მზარდია;
  • მოტივაციის საბონუსე სისტემას, მიღწეული შედეგების მიხედვით (ბონუსი კვარტალურად);
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • მობილური ტელეფონის, პლანშეტის, ინტერნეტის ანაზღაურებას;
  • სატრანსპორტო და სამგზავრო თანხების ანაზღაურებას.

თქვენი როლი კომპანიაში:
  • მინიჭებულ ტერიტორიაზე პრეპარატების გაყიდვის გეგმის შესრულება, როგორც სამედიცინო დაწესებულებებთან და ექიმებთან, ასევე აფთიაქებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით;
  • სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის (ექიმები, ფარმაცევტები) კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • აქტიური მონაწილეობის მიღება ფარმაცევტულ გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კომპანიის პროდუქტების პოპულარიზაციას ემსახურება.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
  • უპირატესობა მიენიჭებათ ფარმაცევტულ კომპანიაში სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილების (მინიმუმ 1წელი) მქონე კანდიდატებს;
  • მაღალი დონის სამედიცინო ცოდნა და მზაობა ინტენსიური ტრენინგებისთვის;
  • აკადემიურად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების ფლობა;
  • წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მიზნების მისაღწევად მზაობა;
  • სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, დამაჯერებელი კომუნიკაციისა და ეფექტური ინტერაქციის უნარების ფლობა.

თუ თქვენი რეზიუმე აკმაყოფილებს მითითებულ კრიტერიუმებს, დაგვიკავშირდით გასაუბრებისთვის. გთხოვთ, რეზიუმუ გამოაგზავნოთ მითითებულ მეილზე [email protected]
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: ვაკანისა - სამედიცინო წარმომადგენელი, ასევე მიუთითეთ რეგიონი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სამედიცინო წარმომადგენელი
ახალი ხედვა
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

პრომოუტერი
პოლიპრომი
თბილისი 30₾ დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ფარმედი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო