შპს "ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტში IVF ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-დან 17:30-მდე (შაბათი საჭიროების შემთხვევაში 10:00-14:00)
ანაზღაურება - 1100 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკაში არსებულ პროგრამაში IVF პაციენტების რეგისტრაცია;
** პაციენტებისთვის არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** IVF პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებების გაცნობა და გაფორმებული ხელშეკრულებების სისწორის კონტროლი;
** პაციენტებისთვის/პარტნიორებისთვის მომსახურების საფასურის შესახებ ინვოისების მიწოდება;
** სუროგაცია/დონაციის სააგენტოებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტების დროული მოძიება;
** სამედიცინო ცნობების მომზადება არსებული სტანდარტის შესაბამისად;
** კლინიკაში შემოსულ მეილებზე რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** სალარო აპარატთან მუშაობა და პაციენტების მიერ გადახდილი თანხების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B2
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "IVF ადმინისტრატორი"
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.