აღწერა

"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კურიერის პოზიციაზე. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბადიას ქ. 33 გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე; ანაზღაურება: 700 ლარი; ძირითადი ფუნქციები: ** სამედიცინო დანიშნულების საგნების, ქირურგიული ინსტრუმენტების და იარაღების გადაადგილება კლინიკის შიდა სივრცეში; ** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გადაადგილება სააფთიქო საწყობიდან განყოფილებებში; ** პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში; ** გადაადგილებების უზრუნველყოფა წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის და გრაფიკის მიხედვით და ასევე განყოფილებების საჭიროებებიდან გამომდინარე; ** უსაფრთხო გადაადგილების წესების ზედმიწევნით ფლობა და შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ცოდნა და უნარები: ** შრომისმოყვარეობა; ** პასუხისმგებლობა; ** ოპერატიულობა; ** გუნდურობა; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შიდა კურიერი". გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
SKS Doors
თბილისი 1000₾ დედლაინი: 4 კვირაში

კომპანია


ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო