ლაბორატორიის ადმინისტრატორი

აღწერა

"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. მდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბადიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ანაზღაურება: 1500 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** ლაბორატორიაში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება; ** ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში მასალების მიღება/დახარისხება; ** მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი; ** გარე კონტრაქტორებთან კომუნიკაცია; ** კლინიკის შიდა პროგრამაში მუშაობა; ** კონტრაქტორი კლინიკებიდან მიღებული მასალების შესაბამისობის შეფასება და რეგისტრაცია შესაბამის სისტემებში; ** დასრულებული კვლევების შედეგების მანუალური გადაგზავნა დამკვეთთან; ** Cito რეჟიმში შემოსული კვლევების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო ან პროფესიული განათლება (მედიცინა/ბიოლოგია); ** სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება. ცოდნა და უნარები: ** ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ცოდნა; ** ორგანიზებულობა; ** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected], გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ლაბორატორიის ადმინისტრატორი". მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო