ექიმი ლაბორანტი

აღწერა

"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ანალიზურ მიმართულებაში ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე. ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. მდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის პირველი პლატო. სამუშაო გრაფიკი: დღის: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00. შაბათს 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე; მორიგეობა: 16 ან 24 საათიანი, 1სთ ანაზღაურება ანაზღაურება: 1500-1800 (net) ლარი; ძირითადი მოვალეობები: ** ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში ფუნქციონირებადი ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა (გარდა მიკრობიოლოგიური მიმართულებისა); ** კალიბრაციის და შიდა ლაბორატორიული კონტროლის უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით; ** გამოკვლევის შედეგების დამუშავება და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში (LIS); ** მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერის პროცესის წარმართვა და მონიტორინგი; ** საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი პროფესიული განათლება (მედიცინა/ბიოლოგია) ** სამედიცინო საქმიანობის რეგულირებით განსაზღვრული სახელმწიფო სერტიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე [email protected] და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექიმი ლაბორანტი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა

ანაზღაურება


1,500₾ -1,800₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო