ანაზღაურებადი სტაჟირება

აღწერა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას თბილისის ცენტრალურ ოფისში. ხანგრძლივობა: 7 თვე (2024 წლის შემოდგომა-2025 წლის გაზაფხული) გამოსაცდელი ერთთვიანი პერიოდის ჩათვლით; სამუშაო საათები: სრული განაკვეთი; ანაზღაურება: 200 USD (GROSS) ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (6 თვე); ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** თბილისსა და რეგიონებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის გამართვაში მონაწილეობა, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა თემატური ჯგუფებისთვის (თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ფერმერები, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები და სხვა) და საინფორმაციო ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა; ** ნატოსა და ევროკავშირის თემებზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში დახმარების გაწევა; ** ნატოსა და ევროკავშირის თემებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებასა და კვლევით სამუშაოებში მონაწილეობა, მათ შორის ინგლისურ ენაზე; სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ** საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი (სასურველია საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული/სოციალური/პოლიტიკის მეცნიერებები); ** საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირისა და ნატოს თემატიკის ცოდნა; ** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** ინგლისური ენის ცოდნა (B2) დონეზე; ** სასურველია პროექტების წერისა და ადმინისტრირების ცოდნა/გამოცდილება; ** ინოვაციური და კრეატიული ხედვა; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** პრეზენტაციების წარდგენისა და საჯარო გამოსვლების უნარ-ჩვევები; ** მიზანდასახულობა; ** კომუნიკაბელურობა. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცება, ასევე ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდა. * მოცემული სტაჟირება არ გულისხმობს რამე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას. ** უპირატესობა მიენიჭება ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამა არ გაუვლიათ. განაცხადის წარდგენის პროცესი: კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები: ** სააპლიკაციო ფორმა (ივსება ქართულ ენაზე); ** აკადემიური მოსწრების ფურცელი; ** სარეკომენდაციო წერილი (ორი რეკომენდატორი). საბუთები უნდა გამოიგზავნოს PDF ფორმატში შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected] 2024 წლის 12 ივლისის ჩათვლით. კონკურსის ეტაპები: ** განცხადების გადარჩევა ** გასაუბრება ** წერითი დავალება დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. საკონტაქტო პირი: მაია სვინტრაძე 599220084.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო