ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით

აღწერა

კომპანია "ანექს ლოგისტიკსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით. "Anex Logistics" - არის საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია, რომელიც ეხმარება იმპორტიორებს ტვირთების კონსოლიდაციასა და ტრანსპორტირებაში. ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ საუკეთესო მომსახურება და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს თანამედროვე და კომფორტული ინფორმაციის მიწოდების სისტემა. ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 5 გრაფიკი: სრული 10:00-დან 18:00-მდე ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის 37მ, თბილისი (აქსისის ბიზნეს ცენტრი) გასაუბრება მოიცავს 2 ეტაპს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა; ** პოტენციური კლიენტების მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება; ** არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის შენარჩუნება; ** საერთაშორისო პარტნიორების შესწავლა, ფასების შედარება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება; ** გუნდის ხელმძღვანელთან ყოველკვირეული რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** MS Office მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური და/ან რუსული ენების მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** ლოჯისტიკის სფეროში განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას სტაბილურ და სანდო კომპანიაში; ** პროფესიული და კარიერული ზრდის პერსპექტივებს. უნარები: ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სამედიცინო წარმომადგენელი
ახალი ხედვა
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

პრესეილერი
კანტი
თბილისი 31500₾ დედლაინი: 1 კვირაში

მენეჯერი
კომპანია
თბილისი დედლაინი: 4 კვირაში

კომპანია


ანექს ლოგისტიკსი

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო