ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტებისთვის

აღწერა

"International Business Counselors" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტებისთვის. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო . სტაჟირების ვადა: 6 თვე (სტაჟირების გავლის შემდეგ უმცროს იურისტად დასაქმების პერსპექტივით ხელფასი (ხელზე) 1500 ლარი). ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება; ** სასამართლო წარმომადგენლობა მენტორ ადვოკატთან ერთად. ** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია. ** სხვადასხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სამართლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული. ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა) ** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


International Business Counselors

ანაზღაურება


30₾ -40,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო