აღწერა

სასტუმრო "ამანტე" აცხადებს ვაკანსიას მიმღების პოზიციაზე. სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში, გომის ქუჩაზე და აერთიანებს 20 ინდივიდუალურ ოთახს. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: მცოცავი ანაზღაურება: 900 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა, მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით; სტუმართან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; ** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება, თანხის მიღება; ** საჭიროებისამებრ სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება; ** სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, სტუმრების სწორი განაწილება; ** სტუმრებისგან საჩივრების/მოთხოვნების მიღება და მათი დროულად გადაჭრა; ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; ** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კვებით უზრუნველყოფას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. სასტუმრო "ამანტე" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიმღები
გოლდენ სლოტს
ბათუმი 900₾ დედლაინი: 2 კვირაში

მიმღები
სასტუმრო ქარვასლა
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

მიმღები ოპერატორი
ავტოტექნო
თბილისი 900₾-1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

მიმღები ოპერატორი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

მიმღები ზონის სპეციალისტი
გორგია
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


სასტუმრო ამანტე

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო